აე ! /..და მე-რე?

3

ხანდახან, ხდება ისეც, რომ ფრთები რომლებიც გვამშვენებდა, განცალკევდებიან , აირევიან ან თუნდაც საერთოდ სხვადასხვა მხარეს გაფრინდებიან. მათ კი ორ თანაბარნაწილად გაყოფილი თავიანთი წილი სული მიაქვთ. ამავდროულად, მათ შეიძლება ეგონოთ, რომ მისი წილი სული უფრო დიდი ან სულაც პატარაა. საბოლოო ჯამში, სული ორ არაპროპორციულ ნაწილად მიაქვთ. რჩება სხეული რომელსაც სულის ძალიან მწირე ნაწილი რჩება მხოლოდ და მხოლოდ სასიცოცხლოდ.
ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ერთი ერთ მხარეს გაფრინდა, მეორე კი მეორე მხარეს. სხეული კი აგრძელებს დაზომბებულ რეჟიმში სვლას. სვლას გზაზე რომელმაც ყველანაირი მარეგულირებელი ნიშანი თუ წესი და რაც მთავარია, შემოვლითი გზები, მიმართულებებიც დაკარგა. ის სწორია და უკიდეგანო. სხეული კი მიუყვება მას ძალაუნებურად. ბოლო ნაპერწკლის იმედად. ტკივილი კი გავლილი მანძილის პროპორციულია. აქ დრო უბრალოდ პაიკია. დრომ მნიშვნელობა და აზრი დაკარგა. ერთის მხრივ, „შევძელი“ და დროსთან ბრძოლაში გამარჯვებული ვარ, მეორეს მხრივ, სულგამოცლილი. ეს ძალაუნებურ მსხვერპლშეწირვას გავდა. თითქოს და ღმერთებმა ბედი გადამიწყვიტეს. მაგრამ რისთვის ? რატომ ? ეს პასუხგაუცემელი კითხვები უფრო კლავს იმ დარჩენილ ნაპერწკალს ვიდრე სხვა ყველაფერი ერთად. -გაუგებრობა, რომელსაც ბოლო არ უჩანს. გაუგებრობაა ეს გზა. თითქოს ოდნავ მოვძლიერდები და შეტევაზე გადავდივარ მაგრამ, დაცემაც მტკივნეულია. ამდენი ხნის მერე მაინც ვერ შევეჩვიე ნაიარევების ტკივილს ! ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ჰოდა აი ამ მიზეზის თუ მიზნის გარკვევას ვცდილობ ყველანაირი შემართებით. მინდა გავარკვიო, რატომ გადაწყვიტეს იმ ვიღაც წვერიანებმა თუ უწვეროებმა ეს. ადრე წერა სულ მეხმარებოდა. ასეთი სახით გრძნობების გამოხატვით ვისვენებდი და პატარ-პატარა პასუხებსაც ვაგნებდი კითხვებზე. ჰოდა ვწერ უკვე მერამდენედ ! სადამდე უნდა გაგრძელდეს წერა? როდემდე უნდა ვიყო პასუხების მოლოდინში როცა კითხვის დასმაც კი არ იყო ჩემი ინიციატივა ?! აი ამ დროს უკვე სხეული ჩვეულებრივი ხორცი ხდება და ბრაზდება ზედა მეზობლებზე. მგონი ლოგიკურია.. სადამდე ვიარო ბრმა რწმენით? სადამდე ვუცადო მათ მოწყალებას და სიკეთეს რომ ჩემი ფრთები დაბრუნდებიან რომლებიც ჩემი მიზეზითაც კი არ გაფრენილან?!
ჰოდა ასე, ხდება ხოლმე როცა ისინი სხვადასხვა მხარეს მიფრინავენ. თუნდაც ჩვენს დაუკითხავად.
იმის იმედად ვასრულებ მორიგი რაღაცის წერას, რომ დედამიწა მრგვალია და სადღაც, რომელიმე წერტილში ისინი აუცილებლად გადაეკვეთებიან ერთმანეთს და კვლავ შეერთდებიან.

მე კი მათ დაბრუნებას ბაღის ბავშვივით ველოდები რომელსაც ერთი სული აქვს მშობლები როდის მოაკითხავენ, ჩაიხუტებენ და სახლში წაიყვანენ.

-სრულიად->

Advertisements

მე არ მეშინია შენი !.. მიმართვა (ზე-კაცს)

asfdsfsd
მე არ მეშინია შენი ! მე არ მეშინია შენი არსების. შენ ხარ ის ვინც არასდროს მინახავს. შეიძლება მიგვრძვნია მაგრამ, “შეიძლება” -ეს ჩემს ფანტაზიაზე იყო, არის და იქნება დამოკიდებული. არ მეშინია იქეთ ნაპირის არც ვიზუალური, არც ხმოვანი და არც შეგრძნებითი ეფექტების. არანაირი ეფექტის ! ხარ თუ არ ხარ, 21 საუკუნე გქონდა ამ ყველაფრის გამოსავლენად ! მოკლედ, ასეა თუ ისე, აქ ორი გზა იჭრება. როცა ადამიანს ნამდვილად ეშინია და იმიტომ წერს და მეორე, უიშვიათესი (არა იმიტომ რომ მე ვწერ) გზა, როცა რეალურად გესაუვბრება და ცდილობს საუბარს შენთან ყველა შესაძლო გზით. მე ამ მეორე გზის მგზავრი ვარ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ გზას არ ვაღიარებდი და საერთოდ არ გამახსენდებოდა ასეთ სენსიტიურ მომენტში რომ არა ისევ და ისევ ჩემი რეალისტობა.. ჰოდა მე მეორე გზის მგზავრი/მკვიდრი ვარ. იცი რატომ გელაპარაკები ასე თამამად? მაგალითისთვის მარტივი რამ ავიღოთ. წარმოიდგინე, წლების თუ ათასწლეულების შემდეგ ნაპოვნი ნაწერი რომელიც რაიმე მიზნით არის დაწერილი რა ფასეულია ჩვენთვის/ადამიანებისთვის? კი, ნამდვილად ფასეულია ! მაგრამ მე ნამდვილად არ ვწერ იმიტომ, რომ ვიღაც ოთხფეხა ზე განვითარებულმა ადამიანმა ინტერნეტი აღმოაჩინოს, ბექაფი გაუკეთოს და აღადგინოს ძველი ყველაფერი და გაოცდეს. თუმდა, ზეადამიანს ეს ნამდვილად არ ესწავლება (ალბათ). მოკლედ, ეს არის წერის და საუბრის ის მანერა რომელიც იმედს მისახავს, რომ შენ გესაუბრები
თვით უზენაესო.
ირონიით არ ვამბობ, მართლა. ჩემს დროს შენ ხარ უზენაესი.
ჰოდა, ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან, როგორც გამოთქმაა სწორი: “ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია” -ო, ასე მჯერა, რომ ოდესმე “უკან შეიძლება მობრუნდე” თუნდაც წუთით.. ჰოდა გიტოვებ ამ მშვენიერ და იდეალურ ნააზრევს..
არ მინდა ეს ბლაყუნი (ეს სიტყვა რასაც ნიშნავს რომ გაარკვიო, მინიმუმ 1 საუკუნეს უნდა გადახედო დეტალურად. ჰოდა ჩემებურად გაიძულებ რომ ცოტა დიდ ხანს დარჩე ადამიანებთან :3 ) გაგრძელდეს მთელი პოსტი. ამიტომ, კიდევ და კიდევ გეტყვი, რომმ მე არ მეშინია იმ მეორე შენი ნაწილის რომელსაც ჩვენებურად “მარილზე გასვლას/ანუბისს/მიქელას/ცელიან კაცს” უწოდებენ. რატომ? იმიტომ, რომ მე 100 % დან 1 % მაინც ისე ვიცხოვრე, რომ ადამიანობა ვთესე, ადამიანობა და რწმენა ვიქადაგე. რწმენა რა მნისვნელობააქვს რომ საკუთარი თავის რწმენა “ვიქადაგე” მთავარია, რომ ვეცადე მაინც..
ამ ყველაფრის საწყისი კი იცი რა იყო ?
მე მენატრება ჩემი სახლი !! მე მენატრება ჩემი უახლოესი ახლობელი და ნათესავი ხალხი !! მე არ მყავს გვერდში მსგავსი და იცოდე, რომ როცა შენთან მოვალ, არ გამკიცხო იმის გამო, რომ ამდენი შემეშალა.. არ გეგონოს პატიებას გთხოვ, ეს უბრალოდ ბარტერია მოკვდავსა და ზე კაცს შორის. ჩვეულებრივი ბარტერი. მაგის ვალი მე მოვიხადე ასე ვთქვათ ! ჰოდა დაე ეს ბარტერი იყოს საზღაური ჩემი ცხოვრებისა.

არ გთხოვ სამოთხეს და ჩირაღდნებით ხელში შეგებებულ ხალხს.. იყავი მოწყალე და სამართლიანი. იყავი ხანდახან ადამიანიც.. იცვლება დრო და შესაბამისად, გჭირდება 21 საუკუნის დაგროვილი ადამიანური გამოცდილების დააგროვება და გააზრება თუნდაც თითო საუკუნე 1 საათით მოინახულო.. მიეცი ამ ხალხს ის რაც ეკუთვნის.. და ცოტა მეტიც..
ძალიან, წარმოუდგენლად ძალიან ბევრი რამ ვერ ვთქვი კიდევ და მწამს, რომ კიდევ ბევრის თქმას მოვასწრებ !
მიყვარხარ და პატივს გცემ თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ ზე (არაადამიანური) იმედის ხათრით ! ..

პატივისცემით,
რეზი.
//..უბრალოდ რეზი..
-სრულიად->

ეს ის…

551161
ცვლილება ეს ის ფენომენია რომელიც ნაადრევი ან დაგვიანებული გარდატეხის ასაკია რომელიც მთელი სიცოცხლე თან დაგსდევს. ცვლილება ეს ის ფენომენია რომელსაც სიზმარში სიზმარში გადაყავხარ და ცხადში სხვა რეალობას განახებს ან უფრო სწირად, იგივე რეალობას სხვა სახით. ეს ის ფენომენია რომელსაც ასაკი ქვია. რომელიც გვაგრძნობინებს, რომ კიდევ უფრრო მივუახლოვდით ფინიშის ხაზს ვიდრე ეს აქამდე იყო. ეს ის ავაზაკია რომელიც, კარგს ცუდი თვალით დაგანახებს და ცუდს კარგით. ეს ის ფენომენია რომელიც ნათელს ფენს იმ სტერეოტიპს რომელიც მოიაზრებდა, რომ “მასწავლებლები ტუალეტში არ შეიდან” და მისთანებს. ეს ის განაჩენია რომელიც, არც თუ ისე გვწყინს არა თუ გვიხარია. ეს ის შეგრძნებაა როცა ძველს ახლად ვთვლით და ახალს თაროზე ვდებთ. რომელიც გვაიძულებს გავიგოთ და დავინახოთ წინაპრების ის გამონათქვამები რომლებიც აქამდე უაზროდ ან თუნდაც ძველმოდურად გვეჩვენებოდა. ეს ის ფენომენია რომელიც, კარზე არასდროს აკაკუნებს და პირდაპირ შემოდის. ეს ის აბსტრაქციაა რომელიც ხორცს შეისხამს და ჩვენში ცხოვრობს დაუკითხავად და გვინდა თუ არ გვინდა, მას არ (განა ვერ, არ!!) ვაგდებთ. მისით ვცხოვრობთ და ვსულდგმულობთ. ეს თითქოსდა ის წინგადადგმული ნაბიჯია რომელიც, გვზრდის და ამავვდროულად ბავშვობის მონატრებას სინანულად გვიქცევს. ეს ბუნების კანონზომიერებაა. ესაა ის, რასაც ყველა ჩვენგანი განიცდის გააზრებულად თუ გაუაზრებლად. ეს ის უთქმელი სიტყვებია რომელიც ვერასდროს ითქმება. ეს ის ტკივილია რომელიც ვერასდროს მოშუშდება. ეს ის მომავალია რომელსაც, ვერანაირი მცდელობით ვერ შევცვლით.
მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა მე პოსტი უკვე დავწერე და უბრალოდ აი ასე, წამეშალა შემთხვევით და ამიტომ შემოვიფარგლები ამ, უფრო ლაკონური პოსტით.
აი ესაა ცვლილება.
აი ესაა ის, რაზეც საუბარი მინდოდა.
გისურვებთ, დარჩეთ ადამიანებად !
ეს ის ცვლილებაა, როცა რეზი (კიდევ უფრო) ბერდება..
-სრულიად->

არაფერი

hay

როცა იყურები ირგვლივ და ხედავ რომ ყველაფერი ცუდადაა, ცდილობ გაიღიმო. ცდილობ არ შეიმჩნიო. ჰო, ჰო, ტრადიციული ფრაზებით დაწყება საშინელებაა ! შბლონურად აკვიატებული ფრაზების ჩახვევა და ტრიალი ნამდვილად საშინელებაა. უბრალოდ, როცა გტკივა, როა დაჭრილი ხარ და არავინ გყავს გადახვევაში რომ მოგეხამროს, ეს უფრო აჭიანურებს ამ იარის მოშუშების პერიოდს. (თუ საერთოდაც მოშუშებადია). როცა ხედავ, რომ ყველაფერი დაკარგე, როცა მოიხედები უკან და ხედავ, რომ ამდენი წელი გავიდა და ამდენი წლის სიყვარული, სითბო, ჩახუტება, ღიმილი, დაპირება უკან დარჩა. როცა ირგვლივ მიმოიხედები და ხედავ, რომ ყველასგან გასნხვავებული ხარ და ვიღაც ამ ყველაფერზე გეტყვის, რომ არაფერია, ესეც გაივლის, არ იდარდო.

ეს მართლაც არაფერია.  არაფერია ეს სიტყვები. უბრალოდ არაფერია. რომელიც არც ფიზიკურად, არც აბსტრაქტულად და არც ეთერულად და არანაირად არ არსებობს.  ეს ცარიელი სიტყვებიც კი არ არის ! სწორედ ეს არაფერია საშინელება.
შველის ვარიანტი #1 იქ ვიღაც მოდის და გეკითხება თუ  რა გჭირს. ინტერესდება შენი ამბებით. აქ კიდევ ყველაზე, ყველაზე საშინელება რა არის იცი? აი ამ კითხვაზე რომ პასუხს ვერ ცემ. განა იმიტომ, რომ ეს თუნდაც უბრალო მელანქოლიური შემოტევაა ან მცირეხნიანი დეპრესია, ან თუნდაც ასაკობრივი მომენტი (თინეიჯერობის დროინდელი პროტესტი) უბრალოდ ვერ ცემ იმიტომ, რომ ბოლომდე ვერ იტყვი შენს სატკივარს. ვერ მოყვები. ეს არის სწორედ ის საშინელი არაფერი რომელიც ასე უთქმელია, ასე არ არსებულია და რომელიც საშინელებაა. ეს არაფერია სწორედ ის, როცა  ყველაფერი საშინლადაა. რეალურად ცუდადაა. როცა არავინ გყავს. მართლა არავინ გყავს. როცა ყველა დროებითია და ყველას “ცხოვრების მომენტი” ქვია. ეს არაფერია სწორედ ის ფერი რომელიც ყველა ფერს აკარგვინებს ფერს.
არაფერი – ეს ის დეპრესიული და საშინელი მომენტია (ნეტა მართლა მომენტი იყოს მხოლოდ), როცა რაღაც გაწუხებს, რაღაც კოშმარში ხარ სადაც სულ მარტო ხარ. იღვიძებ იმ იმედით და მოლოდინით, რომ ეს უბრალოდ სიზამრი იყო მაგრამ, თვალების გახელისთანავე ხედავ და გრძნობ ყველაფერს იგივეს. არა, ხელ-პირის დაბანა არ უშველის, არაფერია აქ გამოსაფხიზლებელი. ხვდები, რომ ეს ყველაფერი რეალობაა და თან უფრო მწარე და საშინელი რეალობა. ის სიზმარი კი უბრალოდ წინა დღით, ძილის წინ ჩაყოლილი ფიქრები იყო ამ რეალობაზე.

….და როცა ამ ყველაფერთან ბრძოლის ყველანაირი ხერხი და მეთოდი დრომ გაცვითა, როცა ეს მეთოდები პრაქტიკაში გაიცვითა, როცა ყველა გზა დატკეპნილი გაქვს, გინდა თუ არა, ფიქრობ, რომ ეს არის ბოლო. თითქოს, უკვე იცხოვრე. თითქოს, უკვე განვლე გზა. როცა იმდენი ხანიც კი გავიდა, რომ ახალი გზის გამოჩენის ლოდინიც კი დაგვიანებულია. აქ კი ფიქრობ, რომ  ასე მალე რატომ განვლე “ცხოვრება.” გიკვირს, ნუთუ ეს იყო ცხოვრება? სულ ეს იყო? ანუ, უკმარისობის გრძნობაც გკლავს ყველაფერ დანარჩენ სიკეთესთან ერთად მაგრამ, ეს გრძნობა ხვდები რომ სამართლიანია და აქ უკვე უსამართლობის პროტესტიც წამოიწევს შენში. როცა არავინაა რომ შეჩივლო/მიმართო ამ უსამართლობაზე, როცა მოსამართლე ფიზკურად არ არსებობს, იწყებ იმ ერთადერთ მოსამართლეზე ფიქრს რომელთან კონტაქტიც მხოლოდ ფიქრითაა შესაძლებელი. ისიც, ან ესმის შენი ან არა. ყოველშემთხვევაში, ფიქრობ, რომ ესმის. რეალურად რომ შევხედოთ, აქ უკვე საკუთარ  თავს აჯერებ რაღაც არა მიწიერს, არა ამ ქვეყნიურს (სხვა გზა რომ აღარ გაქვს). ესეიგი შენ გიჟიც ხარ ყველა დანარჩენ ბედნიერებასთან ერთად. რით განსხვავდები ამ დროს გიჟისგან? შენც არ არსებულს აჯერებ შენს თავს, არ არსებულის იმედი გაქვს. არ არსებულს ესაუბრები და თან გჯერა, რომ გისმენს და ფიქრებს შორის  შემთხვევით, იმპულსურად მოსულ აზრებს აღიქვამ იმ დიადი “მოსამართლის” პასუხებად და რაც არ უნდა სასაცილო უნდა იყოს, გიხარია კიდეც “პასუხებს რომ იღებ.” ესეიგი, გიჟებმა რაღა დააშავეს? აი ჩვენ რომ ვეძახით გიჟებს? ისინი მეტს კი არაფერს აკეთებენ?!

ჰოდა ჩემო მეგობარო, თუ რეალურად დაგაინტერესებს რა იმალება ერთ-ერთი მოკვდავის თვალებში, ღიმილში და მეგობრულად მზრუნველ საუბარში, სათქმელის ჩონჩხი თუ არა, ნეკნები მაინც დაგანახე. და როდესაც მოხდება საოცრება და ვერ ვიქნები იმ ხასიათზე რომელიც ასე ძალიან მოგვწონს, ნუღარასდროს მკითხავ თუ რა მ(ი)ჭირს.

… და თუ მაინც ვერ მოითმენ და მკითხავ თუ რა მჭირს, გეტყვი: –არა[ფერი] .

-სრულიად->

შენ და შენ (სიშიშვლე)

surreal_by_justinblackphotos

და რაღათქმაუნდა, სიტუაცია ხდება აბაზანაში. როდესაც ამ ჯადოსნურ და არაამქვეყნიურ გარემოში ვარ, ზე არსებები დაიარებიან ირგვლივ და მესაუბრებიან. უფრო სწორად, მისმენენ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს არსებები არც აბსტრაქტულად და არც ფიზიკურად (თავისთავად) არ არსებობენ. თითქოს ამ დროს, მე მისმენს ყველა და ამავდროულად არავინ. ეს არის ამ ყველაფრის პირველი ხიბლი. მეორე შოტია იმის გააზრება, თუ რამდენ რამეზე ფიქრობ.
როცა დავხედავ ხოლმე ჩემს ფეხებს და ვაკვირდები თუნდაც ტერფებს, თითბს, ვხედავ დაბერილ ძარღვებს. თითქოს ამ დროს შემიძლია ჩემივე სისხლის მიმოქცევის მოსმენა, დანახვა, გაგება.სწორედ ეს სისხლი მიყვება და მახსენებს ყველაფერს. თუნდაც იმ დღეს რამდენი იარა, რამდენ კარგ და ცუდ საქმეში მიიღო მონაწილეობა. ეს არის ნაკადი რომელიც ისტორიას ინახავს. მახვედრებს, რომ გავიზარდე და იმდენად გავიზარდე უკვე, რომ ბავშვივით სათუთი და გაპრიალებული კანი აღარ მაქვს. დრომ შეცვალა ყველაფერი. ბავშვობის ტრავმა რომელიც უშუქობისას უგზო ეზოში იყო მიღებული და იყო უმნიშვნელო, შეცვალა დიდმა ნაკერებმა, “სიყვარულობანას” პერიოდში “სიყვარულით” მიყენებულმა თვითდაზიანებებმა, კოჟრებმა და მაზოლებმა. სისხლი ყვება ყველაფერს წამებში. ეს უნიკალური მომენტია რადგან, ამ დროს ბედნიერიც ვარ და უბედურიც. დიდიც და პატარაც. თეთრკანიანიც და ფერადკანიანიც, ურწმუნოც და მორწმუნეც. თითქოს ამ დროს სხვა თვალით ვუყურებ ჩემს თავს. ვფიქრობ თუ რამდენი გამოიარეს თუნდაც ამ ხელებმა. რამდენი უიმედოდ დაჭერილი ვარდი, უშედეგოდ ჩაჭყლეტილი ადგილი თითზე კალმით წერისგან, თუ ხატვისგან რამდენი ადამიანი მოუყვანია ჩემამდე და შესაბამისასდ რამდენს შეხვედრია პირველი -გაცნობისას. რამდენი ცრემლი შეუშრია როგორც სიხარულის ისე მწუხარების. რამდენჯერ ყოფილა მთავარ როლში ზევით ნახსენები თვითდაზიანებებისას. რამდენჯერ დავუცვივარ. რამდენჯერ ჩავხუტებივარ მათი წყალობით.. აი ეს ყველა აზრი ირევა თავში და ერთმანეთს ენაცვლება პოზიტიური და ნეგატიური მოგონება როგორც გათენება-დაღამების ფენომენი. ასეთ იდილიაში და თანხვედრაში ვართ ერთმანეთთან მე და მე. ვფიქრობ თუ რატომ არ გავაკეთე დღეს ეს ასე ან ის ისე. ვფიქრობ საერთოდ ყველა დეტალზე. თუნდაც, რატომ არ მოვიკელი სიგარეტის ფული და არ დავეხმარე ვიღაცას. რატომ ვუთხარი მეგოაბრს უარი სულ ტყუილად, კომპიუტერის შეკეთებაზე.არადა უბრალოდ დამეზარა ხო? ვფიქრობ ბაბუზე, მამაზე. როგორ ან სად არიან ახლა და თუნდაც რა ხდება ბოლოს და ბოლოს რეალურად კარს იქეთ. ვფიქრობ, თუ რას ფიქრობენ ჩემზე, ხომ მხედავენ არა? როგორ ვიქცევი მათი აზრით. ან საერთოდაც, მართლა მხედავენ? საიდან მოიტანეს რომ მხედავენ? საიდან აქვს ხალხს ასეთი სახის ინფორმაცია რომელმაც დროს გაუძლო. აი ამ ფიქრებში, თან ვფიქრობ თუ როგორი ვიქნები მომავალში. რას ვიზამ, როგორ.. ამ ნაკლულ ადამიანებზე ფიქრის შემდეგ, როგორც წესი, უზენაესზე ფიქრი იპყრობს ცხელი წყლისგან გამთბარ თავს და აღძრავს თმის ღერების თავის კანთან შეხების ადგილში უცნაურ შეგრძნებას. მოკლედ, ყველაფერს ვფიქრობ. ახლა კი ვცდილობ, რომ გავიხსენო თუნდაც იმ ერთ წამში გაფიქრებული აზრები ზოგადად მაინც.. ეს ერთგვარი თერაპიაა რომელიც ძალიან ეფექტურად მოქმედებს და მამშვიდებს. მაგუებს თუნდაც არასასურველ სიტუაციასთან და მაძლევს საშუალებას, ვიფიქრო იმაზე, თუ როგორ გამოვძვრე ამა თუ იმ სისულელისგან -უმტკივნეულოდ. ბევრჯერ, ძალიან მაგარი საპოსტე მასალაც მომსვლია თავში მაგრამ, რას ვიზამდი.. რაღათქმაუნდა, წყლის დაკეტვა და აზრების დაფანტვა ერთი იყო.

და ყველაფერი მთავრდება ისევე როგორც ეს პოსტი, ძალიან მოულოდნელად რადგან, წყალი წავიდა და მადლობა Georgian Water and Power -ს. ^_^

-სრულიად->

ადაპტაცია .. და როცა მოხდა ეს საოცება..

asdasdasda

და როცა მოხდა ეს საოცება.. დაიწყო მაშინ ამბავი გრძელი.. რაღაც ლექსად გამოვიდა მაგრამ არაუშავს. ეს ყველაფერი ხომ კლავიშების თანმიმდევრობა და თანწყობაა კომპიტერზე (გამომთვლელ აპარატურაზე რომელიც მხოლოდ კალკუ₾იატორად დაიბადა (იდეაში) ;დ ). ამ უბრალო თანწყობით მინდა გესაუბროთ პირდაპირ, პირისპირ..

მოკლედ, მე ვისაუბრებ ჩვენს თავზე რომელიც სხვა ფიზიკურ მდგომარეობებში არიან. მაგალითად, დღეს შენ ხარ კარგ ხასიათზე და გინდა ატრაქციონებზე წასვლა (ასეთ ხასიათზე ხარ) და მოხვდი მამაპაპურ სუფრაზე.
ახლა იწყება -არ დავიწყება !

ჰოდა, ყველას ცხოვრებაში ხდება მომენტი როცა გინდა იქ წასვლა მაგრამ ხვდები აქ. ჰოდა, ეს არის მთელი ფილოსოფია. აქ იწყება მთელი არდავიწყება. ცდილობ, მოითმინო, არ შეიმჩნიო და შესაბამისად არ აწყენინო შენ მეგობარს/დაქალს/ძმაკაცს/შეყვარებულს/მეზობელს/ნაცნობს/წინაპარს. მოკლედ…. ჰოდა აქ ერთვება შენი გამჭრიახი გონება. თავიდან არგინდა შეჩვევა ამ ყველაფერთან და გიჩნება პროტესტის გრძნობა მაგრამ, ამდ როს იჩენს თავს შენი გამჭრიახობა. თუ როგორ მოიქცე ისე, რომ არც შენ დაგაკლდეს რამე და არც მათ იმ განზრახვის მხრივ რომელიც თავიდანვე გულში იყო/ჩაფიქრებული იყო. მოკლედ, იწყებ შეგუებას ჰოდა ასე მიდის მთელი სუფრა/პიკნიკი ნუ მოკლედ.. დგება დრო, როცა უკვე გადალახე ის ბარიერი რომელსაც ზოგი მოიხსენიებს როგორც სიმთვრალეს/გრადუსს/გახსნას… მოკლედ, ეს უკვე ის ნაწილია სადაც შენ უკვე ქმედების ნაწილ ხარ… შემდეგ ეჩვევი (რათქმაუნდა) ამ სადღეგრძელოებსა თუ ამბებს. მოკლედ, ხდები ნაწილი უაზრო/აზრიანი მოანთხრობისა რომელიც აუცილებლად მოხდებოდა შენთან ერთად თუ შენს გარეშე. მოკლედ, შენ ეჩვევეი უცხო სხეულს/სხეულებს რომელიც შენში შეგყავს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იკაიფო მათი ზემოქმედებით. (თუ არადა, დებილი ხარ ბიძია). ჰოდა მუღამსაც უჭერ ამ ყველაფერს და უცბად ბრახ ! ხვდები რომ ძალიან მაგარი ხარ (აქ უკვე ძალიან “მოგეკიდა” დამიჯერე.) ჰოდა, ცდილობ, თქვა რაიმე მნიშვნელვანი სადღეგრძელო. ჰოდა შენც გამოგდის (ან არ გამოგდის) და თავი გმირი გგონია. გგონია პირველი ადამიანი ვინც სწორი თქვა. შესაბამისად, ადამიანი რომელმაც ყველაზე ჭკვიანი თქვა პირველად ამ ვითრებაში.. მოკლედ შენ შენ აღარ ხარ ნამდვილად (მაგრამ, არ გეტყვი წაუსნიკერსე თქო. ყლეობაა სნიკერსი).

ამის შემდეგ ცდილობ, ქნა/შვრაგააკეთო რაიმე საშვილთაშვილო (აი აქ კი დაგენძრა). უკვე საშვილთაშვილო, საზოგადო აზრონება გაგეხსნა და ცდილობ არც ძველი დაივიწყო რის გამოც დაიწყე ეს ლაპარაკი. მერე იქ გაგეხსნა და დაიწყე საუბარ “ძველ დროზე” რომელსაც შეიძლება, სულაც არც არასდროს უარსებია მაგრამ, შენს ფანტაზიას და შენ ნამდვილად გინდოდათ რომ ეარსება იმავე ფაქტებით და ამბებით, რაც მოყევი.
მოკლედ, შენ საბოლოო ჯამში გინცდი ტრანსფორმაციას რომელიც ეხება გონებრიობას, მენტალობას და ზოგადად აზროვნებას. აზროვნების ჩვევას. შენ გადაიქეცი სხვა არსებად რომელიც სულ სხვა სამყაროში ხედავს თავის თავს და სულ სხვა განხრით. არა, არვიტყვი, რომ ეს ცუდი რამაა. ძალიან განსაკუთრებული რამაა და შესაძლოა, 99 % -ს არც კი შეეძლოს რაც შენთვის უმარტივესია მაგრამ, შენ ფაქტია, რომ სხვაგან ხარ. სხვაგან ცხოვრობ და სხვა ადგილიდან აკეთებ კომენტარებს. მოკლედ, საბოლოო ჯამში, ადაპტაცია იყო ამ თემის დასათაურება. და აი აქ მომივიდა დასათაურების სახელი თავში.

მოკლედ, საიდან სად მოვედი და, ადაპტაცია გვაცოცხლებს !
-იყავით თავის უფლები !

შეგახსენებთ, ამ ამბის უ-ნათლესი (თუ შეიძლება ასეც ითქვას) მაგალითი ვარ მე, რეზი.
მოკლედ, (ტრადიციულად ამ ფრაზით ვიწყებ)

-სრულიად->

9 სიცოცხლე

constantine

მოკლედ, (როცა ამ სიტყვით ვიწყებ, ყოველთვის მიგრძელდება ყველაფერი. ეს ისე. გასაფრთხილებლად), ყველაფერი იწყება ხოლმე როგორც ყოველთვის, იდეიდან. როცა რაღაც დაიბადა. რაღაც ახალი. რაღაც სასიამოვნო. ახალი მოტივაცია და ახალი “პონტი”. სასვენი ნიშნების ამბავში ნუ გამკიცხავთ (არც ვიმსახურებ), ეს არის თავისუფალი ბლოგი (შეგახსენებთ) ჰოდა აქკიარა ზოგადად, რასაც ვამბობ და ვწერ (მითუმეტეს), კონტროლის, ში’ფ’ტისა და 90 -იანი წლების ქვეშ იწერება. აქვე გაგიშიფრავთ ამ ყველაფერს. კონტროლი როგორც ასეთი, მოიაზრება აქ როგორც რიგითი ღილაკი  CTRL და 90 ში კი როგორც უკვე მიხვდით (ან ვერ მიხვდით) Shift + 9 და 0  ანუ უბრალოდ, მოკდავი ღილაკები რომლებშიც მთლი ემოციის ჩატევაა შესაძლებელი.  ერთი სიტყვით, ჩემი მთელი ცხოვრება, ჩემი მთელი მონათხრობი შეიძლება ფრჩხილებში ჩაისვას (). მხოლოდ და მხოლოდ იქედან გამომდინარე, რომ ეს ფრჩხილები ჩემს შინაგან და ნამდვილ აზრს უფრო განსაზღვრავს და მკვეთრად გამოხატავს როგორც (ალბათ) ყველა დანარჩენი მოკვდავის მონათხრობსა თუ ჩანახატში. საბოლოო ჯამში, ჩემს თავზე გამომდის საუბარი ისევ და ისევ (ალბათ). მოკლედ, როცა რეზი საუბრობს, მის ფრჩხილებში უნდა ეძებოს ნამდვილმა მსმენელმა/მკითხველმა ჭეშმარიტება და არა მის განვრცობით ფორმებში. -ანუ ზოგადად საუბარში. ჰოდა ახლა არც ვიცი რა დავწერო, თან არ მინდა ამდენი ხნის შემდგომ პოსტი გამომივიდეს ასეთი მოკლე. არც მოსაბეზრებელი მინდა იყოს. კიდევ და კიდევ ერთხელ მოკლედ, მინდა რომ ვთქვა, რომ ბევრია სათქმელი. ძალიან ბევრი გადამხდა თავს სანამ ამ პოსტამდე მოვიდოდი. ბევრი კარგი, ბევრი ცუდიც…  ყველაფერს თავის ადგილი, დრო და განვითარების ეტაპები აქვს. ჰოდა, არც ვიცი და არც მაინტერესებს დიდად თუ რამდენი მკითხველი ან “მკითხველი” ყავს ამ ბლოგს.  შესაბამისად, ალბათ ჩემივე თავისთვის არის ეს პოსტი. მაგრამ გპირდებით, რომ ალაგ-ალაგ აუცილებლად აღმოაჩენთ ისეთ სიტყვა-პასუხებს, რომლებიც ნამდვილად დაგემხარებათ და წაგადგებათ რაღაცაში (მინიმუმ).

 

დავუბრუნდები კონტროლ 90 იანების თემას.

კონტროლი რომ კონტროლია და თანდაყოლილი მანკიერებაც კია, ეს ხომ ფაქტია. 90 იანები კი ჩემი თანდაყოლილი მანკიერებაა რამდენადაც არ უნდა ვუარვყოფდე ამ ფაქტს. ჰოდა მოვდივარ და მოვდივარ. გზადაგზა  ბევრი რამ/ვინმე მხვდება საიდანაც ბევრს ვისმენ და ვსწავლობ შესაბამისად. ჰოდა ბევრი მოსაყოლიც დაგროვდა. რათქმაუნდა, ყველაფერს დეტალურად ვერც/არც მოვყვები გარკვეული მიზეზების გამო მაგრამ, შეფარვითი საუბარი როგორც ასეთი, ძალიან მახასიათებს და მეხერხება (როგორც უკვე ზევით გითხარით ამ ფრჩხილების ამბავზე).  მოკლედ (კიდევ იმას ვცდილობ, რომ რაიმე მოკლედ ვთქვა), ამდენი რამის ნახვის შემდეგ, (რათქმაუნდა, არ ეხება ასაკობრივ “ნანახ” გამოცდილებას) მივხვდი, რომ ისეთი თავისუფალი  ნამდვილად არ არის ირგვლივ ყველაფერი. საერთოდაც, საერთოდ არაფერია ასე, ჩვენს ნებაზე (კაი კაცო). ერთადერთი რაც ნამდვილად დამრჩა ამ წლების შედეგად გამოცდილებად, ის არის, რომ უმნიშვნელოვანესია ფსიქოლოგიური სიძლიერე. რამდენად შეძლებ და ფიზიკურ თუ არა, ფსიქოლოგიურ და სულიერ სიკვდილს რამდენად ჩახედავ ადამიანი თვალებში. (და აი აქ მომაფიქრდა თუ რა სათაური გამეკეთებინა ამ პოსტისთვის). ჰოდა, როგორც უკვე ბევრჯერ ვახსენე, () -ფრჩხილებში ცხოვრება არც ისე მარტივია. ძალიან რთულია იპოვნო ადამიანი/ადამიანები ვინც ამ ფრჩხილებს სწორად გაიგებს. (სწორად გაგება კი აქ უმნიშვნელოვანესია).

მოდი აღვწერ () -ფრჩხილების არსს.

ფრილები ზოგადად, ცხოვრებაში, ადამიანის ნამდვილ შინაგან არსებას წარმოადგენს რომელიც ისეთივე მარტივია როგორც 2×2 მაგრამ, ამასაც ინტერესი უნდა შესაბამისად ანუ გაგების სურვილი>შესაძლებლობა. ფრჩხილები შეიძლება წარმოდგინილი იქნას როგორც ჩემი (ამ შემთხვევაში) ნაკლოვანებები თუ კომპლექსები. ჰოდა ვინ როგორ ხედავს ამ ყველაფერს….  აქ უფრო მარტივად, პირდაპირ, შეფარვის გარეშე აღვწერ პირდაპირ, ყველაფერს. ეს კი ჩემი თავისუფლებააა?! (შეგახსენებ -ეს თავისუფალი ბლოგია!) მოკლედ, ყველას გვჭირს ეს დაავადება რომელსაც ინტერნეტ სივრცეში მოვიხსენიებ როგორც “ფრჩხილები”.  ყველას აქვს ეს. ყველა ვიყენებთ ამას შეფარვით თუ შეუფარავად. ყველა ვცემთ პატივს ამ ფენომენს განზრახ თუ განუზრახველად.  გამოვაჩენთ ამას თუ არა. ყველა ვეფარებით რაღაც არ არსებულს ცხოვრებაში და ვარქმევთ მას შემდეგში რაღაც სახელს მაინც.

სათაურიდან გამომდინარე, არც შენ იიცი რას კითხულობ და რას ვწერ. მხოლოდ და მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არ არის რაიმე კომერციაზე ან ნებისმიერზე გათვლილი. შესაბამისად მიგაჩნია უაზრობად. ეს ასეცაა ! –მე პატივს ვცემ შენს აზრს ! 

ამ ბლოგის მთელი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ ისევე როგორც შენ, emsheka (რეზი) -მაც ვერ იპოვნა თავისი თავი ვერსად კონკრეტულში და აი ასე დაეხეტება ყველგან -ყოველთვის როგორც ახლა აქ წერს.

მოკლედ, ჩავთვალოთ, რომ ეს არის “სეზონის გახსნა.” -პოსტების წერაში.  მე უბრალოდ, ძალიან მიყვარს ეს საქმე, მე შენთან სასაუბროდ ვარ შექმნილი (ასე მგონია ყოველ შემთხვევაში).  შევთახნმდეთ იმაზე, რომ ყველა ადამიანს რაღაც მისია აკისრია ამ ცხოვრებაში. (ცოტა გარედან, სხვა თვალით რომ შევხედოთ ყველაფერს). ჰოდა, მე ან თუნდაც შენ, შეიძლება კონკრეტულ ასაკში, ვიღაცის ფსიქოლოგიური თუ პრაქტიული აზროვნების, სულიერი თუ ფიზიკური ცხოვრების წესის შეცვლა გვევლაებოდეს. -ეს არავინ იცის… ჰოდა მე ვწერ პირდაპირ ! არ არსებობს ჩემთვის “შავად წერა”. მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტის გათვალისწინებით თუნდაც, რომ  ძალიან მოსაბეზრებელია წერო ლამაზად ვიღაცისთვის. შენ წერით შენს თავს ესაუბრები. შენსავე თავს აძლევ რჩევას. შენსავე თავს აძლევ სტიმულს. შენსავე თავს ესაუბრება მეორე, შინაგანი მე (რომელიც ყოველთვის უმცირესობაშია და შესაბამისად ყოველთვის მართალია.) მე კი შენ გაძლევ რჩევას თუ რაც გინდა დაარქვი. აი აქ, თუ ამ სტრიქონამდე მოხვედი, ამოიკითხავდი მაინც ერთ სიტყვას მაინც, სადაც შენს თავში ვიღაც კარგა ხნის მივიწყებული სხვა ადამიანი გაიღვიძებდა და ბახ ! აი ის გეტყოდა – აი ეს არის ! აქამდეც ამიტომაც მოხვედი ! ეს ასეა ! მე ვსაუბრობ თავისუფლად. აქ მაინც ყოველ შემთხვევაში. და მე ეს მსიამოვნებს. მე არ ვარ ის რიგითი “მწერალი/ბლოგერი” რომელიც დაიწყებს კონკრეტული მიმართულებით წერას. თუნდაც რომელიმე მიმართულების გათვალისწინებით თუნდაც მხოლოდ იმიტომმ, რომ  ვიღაცას მოსწონს. მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის იმას ამბობს რაც რეალურად აწუხებს, რეალურად გრძნობს, რეალურად გამოუცდია და რეალურად ტკივა.

 

გრძლად, (აბა სიტყვა ‘მოკლედ’ იმდენჯერ გამოვიყენე, აზრი აღარ აქვს),  მე  გამოვიარე სიკვდილი უახლოესი და უსაყვარლესი ადამიანების (ხორციელი და სულიერი), მე გამოვიარე უდიდესი ტკივილი, მე გამოვიარე უდიდესი იმედგაცრუება, მე გამოვიარე ჩემი სიკვდილიც კი ! და ყველაფრის მიუხედავად, მე მივხვდი, რომ ერთმანეთის სიყვარულზე მეტი ნამდვილად არაფერი გაგვაჩნია და ვერც ვერასდროს გვექნება. ამას დანახვა უნდა. გაგება კიარა, ახლა როგორც წაიკითხე, გაიგე, გაიაზრე და ვსო, არამედ, გაგება !!! გააზრება !!! სიყვარული არ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ლტოლვის გამართლებად !! უდიდესი ფილოსოფიაა ეს !! როგორც სხვა ყველა დანარჩენი თუნდაც.  ასე რომ, ამ გრძნობას რომ ჩაუღრმავდეთ, თუნდაც იმაზე რომ დაფიქრდეთ თუ რატომ ამბობდნენ ჩვენი წინაპრები, “გიყვარდეს მტერი შენი”, პირდაპირი გაგებითაც კი, ნამდვილად მიხვდებით ძაააალიან ბევრ რამეს. ბევრ კარს გახსნით ასე ვთვათ, ბევრი ჭეშმარიტი და დადებითი ემოციებისთვის.

ჰოდა, მგონი, მოკლედ კიარა საკმაოდ ვისაუბრე და თან ასე თუ ისე, პოსტების წინარე -შესავალიც გამომივიდა.
მოკლედ (ახლა მართლა), დანარჩენს შემდეგ(ებ)ში ! 🙂

-სრულიად->

სამხრეთის ჭიპი („რა ცოტა დარჩა გაზაფხულამდე“)

asssss

სამხრეთის ჭიპი („რა ცოტა დარჩა გაზაფხულამდე“)

1918 წელი, 5 აპრილი.სამხრეთ პოლუსის ჭიპში ვიმყოფები. აქ ჯერ კიდევ ღამეა. უფროსწორად და კიდევ კარგა ხანი იქნება ღამე. ღამეები ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება პოლუსებზე. მთვარე, რომელსაც ცისარტყელის ფერებით გაჟღენთილი ფერადი ფერები ზოლებად დასდევს, ხშირად ანათებს. დღის საათებში (თუმცა კი როგორც გითხარით აქ ხანგრძლივი ღამეები იცის) ნელი, ცივი სიოს გაყინული თითებით სავსე ჰაერი დანავარდობს. ეკიპაჟს ძილითაც, ქურთუკებში სძინავს.რიგები მთლიანად ათლეტური აღნაგობის ტიპებს უკავიათ. ჰაერი ერთი შესუნთქვით ჰარმონიულია, თუმცა მეორეთი საკმაოდ მძიმე და დაძაბული. ჩვენს დროში, ეს არც უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ცოტა როდი გეგონოთ. სამხრეთ პოლუსის ჭიპში ერთ მთლიან საზოგადოებას მოგვიყრია თავი. საკმაოდ უცნაური რამ ხდება ჭიპში, ან სულაც ჩემს თავს. ეკიპაჟის წევრები გაგიკვირდებათ და(მეც მიკვირს) საერთოდ ვერ მამჩნევენ. ასე მაგალითად: ყოველდღე თეთრ დათვებზე ვნადირობთ. მრავლად არიან პოლუსებზე. დღითი-დღე მეტსა და მეტს ვკლავთ. მათ რიგებში ხშირად გამართულა კამათი ამის თაობაზე. რაც დრო გადის, მით მეტად დარდობს ეკიპაჟი დათვებზე. ერთ დღესაც გათავდებიან და რაღა გვეშველებაო. ერთ-ორ თოლიასაც გამოვკრავთ ხოლმე ეშვს, თუმცა მათი ხორცი ვერაფერი დიდი სახარბიელოა. დათვის დაგემოვნებისას ხშირად ამტყდარა ჩოჩქოლი, დათვის დუნდულები ქრება ადგილიდანო. სიმართლე გითხრათ, მაგ ნაწილს ყოველთვის თავად მივირთმევ სიამოვნებით. გაიხედ-გამოიხედავენ მე კი ვერ მამჩნევენ. ვერც ხმას ვაწვდენ მათ. უფრო მეტიც, დღითი დღე თითქოს სხვა ენაზე ალაპარაკდნენ, უფრო და უფრო აღარ მესმის მათი ნაუბარი. მე რაც შემეხება, აჩრდილივით ვარ მათთვის. არ ვარსებობ. ვშიშობ, ვეღარც ვერასდროს შემამჩნევენ. განა ტყუილად ჰქვიათ საზოგადოება?!

პ.ს სადღაც ომია. ჩვენ თავისუფლები ვართ. ომმა თავისუფლება მოგვიტანა.

1919 წელი, 2 იანვარი.ახალიწლიდან ორი დღე გავიდა. ეკიპაჟმა მრავალი თეთრი დათვი მოზიდა საახალწლოდ. გადაწყვეტილი ჰქონდათ ახალი წელი და თავისუფლება ერთდროულად აღენიშნათ. არ მოგატყუებთ, თავი არ შემიწუხებია. რახან ვერავინ მამჩნევს, მეც ვსარგებლობ მომენტით. მუქთა საჭმელი მუდამ გარანტირებული მაქვს. ძირითად დროს წიგნების კითხვას ვუთმობ. მარტოობამ ამის კარგი საშუალება მიბოძა. ახალწელს დიდი ნადიმი გაიმართა. ყველა ნადირივით გლეჯდა ხორცს. რამდენიმეს სახეზე, ცოფიც კი შევნიშნე. იმ მომენტში მართლაც დამშეულ მგელთა ხროვაში მივირთმევდი საახალწლო საჭმელს. თეთრ დათვს.
პ.ს უცნაური რამ შევნიშნე. რაც უფრო მეტს ვკითხულობ, მით უფრო აღარ მესმის მათი ენა. უთუოდ ახალ ენაზე ალაპარაკდნენ.
1919 წელი, 26 იანვარი.დიდი ხანია ვშიშობდი და ახდა კიდეც. ეკიპაჟში ბრძოლა დაიწყო ლიდერობისთვის. თავისუფლება მართლაც, რომ მოულოდნელად დაგვატყდა თავს. ეკიპაჟი ჯგუფებად დაიყო. სამხრეთ პოლუსის ჭიპის ცივი ყინული ათჯგუფიანი დანაყოფის ცხელმა სისხლმა დაადნო. მე გამიმართლა. კვლავ ვერ მამჩნევენ.
პ.ს ვფიქრობ ჩვენი თავისუფლება დიდხანს ვერ გასტანს.
1919 წელი, 5 მაისი.ეკიპაჟი ლიდერზე შეთანხმდა. მათი რიგები ძალიან შემცირდა. ქათქათა დათვებმაც იკლეს. ალბათ, მალე დაიწყება ბრძოლა საჭმლისთვის. გუშინ, სადილზე ლიდერს უფრო მეტი ხორცი შეხვდა ვიდრე ჩვენ. ვშიშობ, დასაწყისია სრული განუკითხაობის. განა შეგვიძვლია ადამიანებს ომის გარეშე ცხოვრება? თავისუფლებიც კი ერთმანეთში ვიბრძვით. საინტერესო წიგნი წავიკითხე იმ დღეს. მრავალ რამეს მიმახვედრა. მსხვერპლად , კვლავ მეტად აღარ მესმის ადამიანების. კვლავ ვერ მამჩნევენ. ალბათ, უკეთესია. წიგნი დამეხმარა დამედგინა სიმპტომები ჩემი გაქრობის მათი რიგებიდან. იღბლიანიც ვყოფილვარ. გაუქრობელად, უეჭველად მომკლავდნენ. 5 მაისის ცხელი ზაფხულია, თუმცა ღამე და კვლავ ზამთარი.
– მეშინია. საზოგადოებავ, ვეღარ გწვდები.
1920 წელი, 18 ნოემბერი.უცნაური რამ მოხდა ჭიპში, თეთრი დათვის ჭამისას. ვიღაცამ გვერდზე ჩამიარა. ხელი შემთხვევით მხარზე გამკრა. შევშინდი. ყბების ქნევა შევწყვიტე და კარგად დავაკვირდი. უცნობიც მაკვირდებოდა. აქამდე ეკიპაჟში არ შემიმჩნევია. როგორც, ჩანს არც ჯგუფურ ბრძოლაში მიუღია მონაწილეობა. უეჭველად მეცოდინებოდა. ჩემკენ წამოვიდა. გაიღიმა. შევშინდი. მე ვერავინ მამჩნევდა აქამდე. ვიღაცამ საზოგადოებიდან ფეხი გამოყო. შიშს ოდნავი სიხარულიც გაერია
.- გამარჯობა, აქამდე არ შემიმჩნევიხართ! – მითხრა მან.
– არც მე შემიმჩნევიხართ აქამდე. თქვენი კი არც გამკვირვებია. ვერავინ მამჩნევს აქ. ჩემთვის ვარ.
– როგორ? სულ მარტო? – მკითხა.
– დიახ.
– და რატომ?
– როგორ თუ რატომ. ხომ გითხარით ვერავინ მამჩნევს მეთქი.
– კი მაგრამ მე ხომ გამჩნევთ.
– გეთანხმებით. თქვენ მართლაც, საინტერესო ფენომენი ხართ.
– რა ვარ?
– გამორჩეული ხართ. ჩემსავით.გაიღიმა. მივხვდი მას ჩემზე მტკიცე და სუფთა პასუხები ჰქონდა ყველაფერზე.
– გამომართვით. – ჯიბიდან პატარა უბის წიგნაკი ამოიღო. გადავშალე. საკმაოდ ბევრი ეწერა. მივხვდი უნდოდა წამეკითხა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვკითხულობდი. ჩამითრია. იმასაც მივხვდი დიდი დრო გასულიყო. კითხვა აღტაცებულმა დავამთავრე. მე კაცია-ადამიანი წავიკითხე. უცნობს სიტუაციის შესაფერისად ჰქონდა ნაწარმოები ამოწერილი წიგნაკში.
კვლავ დავუბრუნდი სამხრეთ პოლუსის ჭიპს. თავი ავწიე. გული შემიღონდა. ვხედავდი ეკიპაჟის წევრებს, ხახა დაღებულებს. პირიდან დორბლები სცვიოდათ. ხელები თეთრი დათვის ხორცით ჰქონდათ სავსე. პირდაპირ უმ ხორცს ეჯაჯგურებოდნენ. გარშემო, უცნობს შემოხვეოდნენ. უცნობი თავს ვერ აღწევდა. ჩემს თვალწინ ვხედავდი ცოცხალ მეორე ჭეშმარიტებას. მგლებში გახვეულს. საიდანღაც რაღაცამ დაიგუგუნა. უბის წიგნაკი საგულდაგულოდ შევინახე ჯიბეში. უცნობის ბოლო სიტყვებმა კი შეძრა ყინულის კლდენი. მივხვდი ეს იყო ბოლო სიტყვები, რომელიც ამ ხროვიდან მესმოდა. მიუხედავად, დიდი უბედურებისა, ყურს ესიამოვნა უკანასკნელი ნაცნობი ენის გაგონება : „რას შვებით, ილია ვარ“ .
პ.ს იმ დღეს მეორედ მოვიდა 1907 წელს მოკლული ილია. ეს გამოცხადება იყო. როგორც ჩანს, მისმა სულმა სიმშვიდე ჯერ კიდევ ვერ პოვა. არ მესმის, რამდენჯერ უნდა მოვკლათ წმინდა ილია მართალი?!
1921 წელი, სათვალავი ამერია.დიდი დრო გავიდა ილიას მეორედ სიკვდილის შემდეგ. საზოგადოება მთლიანად აღმოიფხვრა. კვლავ დავკარგეთ თავისუფლება. ეკიპაჟი ასეთი, მცირე რაოდენობით ჩემს დღეში არ მახსოვს. თეთრი დათვებიც თითქმის გათავდნენ. ასე ერთი-ორი თუღა შემორჩა. ისინიც მოკლულები. ახლაღა შეამჩნიეს მთელი ამ დროის განმავლობაში მათი სისხლით მორწყული ის არე-მარე. ცოტა არ იყოს დამწუხრდნენ კიდეც. დარჩენილ ხორცს მაინც ჭამენ და ლხინს არ იკლებენ. არ მესმის როდის მიხვდებიან მათ თავზე დამტყდარ უბედურებას? სამწუხაროდ, კვლავ ვერავინ მამჩნევს. მათი საბოლოოდ აღარ მესმის. რას საუბრობენ ერთმანეთში, რამდენიც არ უნდა ვუსმინო მხოლოდ უცხო სიტყვათა კორიანტელი ჩასდის ჩემს ყურებს.
ცოტა ხნის წინ, სამხრეთ პოლუსის ჭიპის მიდამო კარგად შევათვალიერე. დაკვირვებები ჩავატარე. ამ სამი წლის განმავლობაში ყინულის სისქემ საგრძნობლად იკლო. ისიც, მზე ასე ცოტახნით ანათებს ხოლმე. არ მესმის ეს რისი ბრალია. ფაქტია სამხრეთ პოლუსი დნება. ვშიშობ, აღარ იარსებებს კაცობრიობა. ნეტავ შემეძლოს ვინმესთვის ხმის მიწვდენა. რით ვეღარ შემამჩნიეს?
-მიშველეთ. თეთრი დათვის ხორცს ვეღარ ვჭამ.
1921 წელი, არ ვიცი რამდენი დღე გავიდა.ვგრძნობ ცოტაღა დამრჩა. ჩემი გამგე კი არსად ჩანს. ნუთუ ყოველთვის ასეთი იქნება საზოგადოება?
-მომავალო , ნეტავ რამდენი დარჩა გაზაფხულამდე?!
1921 წელი, ჩემი გამოთვლებით დეკემბრის ბოლო რიცხვები.ღმერთო, იხსენი ჩემი საბრალო სული.
-თეთრი დათვები ჩემი ახმანაგები ყოფილან.

2777 წელი. 7 მარტი. კატასტროფის დასრულებიდან პირველი დღე.გადარჩენილები ჯერ კიდევ გვირაბებში ვართ. გარეთ გასვლას ვერ ვბედავთ. წუხელ გვირაბში ცოტა წყალი შემოგვეპარა. მხოლოდ მე შევამჩნიე რვეული. ხელი ვსტაცე და შევინახე. ასეთი, რამ დიდი ხანია უკვე იშვიათობაა. რვეული და კალამი ძვირი სიამოვნებაა. კალამი რამდენიმე დღის წინ ერთ პატარა ბიჭს წავართვი. შენ რაში გჭირდება მეთქი. თუმცა მეც არ მჭირდებოდა. რთული ცხოვრება მოვიდა. ადამიანები ტაციაობაზე არიან გადასულები. რაც სამხრეთ პოლუსი დადნა , ადამიანებმა იმ საგნებისთვის დაიწყეს ერთმანეთის ხოცვა რასაც ადრე უბრალოდ ყრიდნენ. გადარჩენილები ცოტანი ვართ. მიუხედავად სირთულეებისა ყველა იმედის თვალით ვუყურებთ მომავალს. სიმართლე გითხრათ ჭკუაც კი ვისწავლეთ თითქოს. ერთმანეთის დახმარება დავიწყეთ. გარეთ ჯერ არ გავსულვართ თუმცა ალაგ-ალაგ იგრძნობა მზის სხივები. ერთი მეცნიერია ჩვენთან. ასე თქვა, ოზონის შრე კვლავ შეიკრება და ულტრაიისფერი სხივებიც ვეღარ შემოაღწევენ დედამიწაზეო. იმედია, ასეც იქნება. მხოლოდ ერთია, საინტერესოა როგორი იქნება სამყარო ყველაფრის შემდეგ? არ ვიცი. ფაქტია, ამდენი ზამთრის შემდეგ, რა ცოტა დარჩა გაზაფხულამდე!

ავტორი: ჩემი მეგობარი კესო(სალომე)
-სრულიად->

არშემდგარ სიყვარულებზე ანუ თაობაზე,რომელსაც ურთიერთობები არ სურს

შედევრი სალისგან ! 🙂

Sally Janelly's Blog

დიდი ხანია რაც ჩემს სამეგობროში აღარავინ ქორწინდება. წყვილები უბრალოდ ერთად გადადიან საცხოვრებლად .ამბობენ,რომ ასე უფრო მარტივია,ყოველგვარი ფორმალობების,ყოველგვარი სტატუსებისა და იარლიყებისგან მოშორებით.ნაკლები მოვალეობები,პასუხისმგებლობები  ერთმანეთის მიმართ,მეტი დამოუკიდებლობა ,მეტი ფინანსური თავისუფლება.მაშინ დაამთავრებ,როცა მოგინდება-ბარგის სხვა სახლში გადატანა არასოდეს ყოფილა დიდი პრობლემა. თუმცა იმაზე არასოდეს საუბრობენ,რომ ასეთი გადაბარგებები ზუსტად ისეთივე მტკივნეული გადასატანია ,როგორიც ჯვარის აყრა და ხელის გაწერა იქნებოდა.

დიდი ხანია ჩემი მეგობრები პაემნებზე აღარ დადიან.ისინი უბრალოდ საუბრობენ,წერენ,ერთად ხეტიალობენ,ლუდის დასალევად ან ჭიქა ყავაზე გადიან შესვენებისას,კლუბში ერთობიან ,ფილმებს უყურებენ (ოღონდ არა კინოთეატრებში,ერთმანეთის სახლებში ) .ისინი უბრალოდ ერთმანეთს სთავაზობენ იმ საქმიანობაში შეუერთდნენ ,რომლის გაკეთებასაც ისედაც გეგმავდნენ უერთმანეთოდ-ასე უარის მიღება უფრო ადვილია . ასე მეორეჯერ შეხვედრის ვალდებულება არ არსებობს.

ჩემს მეგობრებს შეყვარებულები არ ყავთ. საერთოდაც სიტყვა შეყვარებული გოიმობად ეჩვენებათ. სამაგიეროდ ყავთ მეგობარი გოგოები/ბიჭები  და უბრალოდ გოგოები/ბიჭები,რომლებსაც ურთიერთობის სტატუსის დეფინირებას არ ახდენენ. ასეთ კავშირებს  ალბათ „თითქმის ურთიერთობები“ უნდა ვუწოდოთ . როცა არ გაქვს ზუსტი პასუხი კითხვაზე ვინმე გყავს თუ არა,როცა მათთან ერთად სეირნობისას მეგობრებთან მოულოდნელი შეხვედრა უხერხულობაში გაგდებს- არ…

View original post 329 more words

shensamudamod mokvdebi

10460957_527760697323388_2825038935523502688_n

ასე კონკრეტულად, ასე ზედმიწევნით, ასე კოპირებით,  სათაურს გთავაზობთ.   იცით, როცა მოვკვდები, ძალიან მაინტერესებს რა მოხდება. ვინ იტირებს, ვინ იბღავლებს, ვინ გადაიჭრის ვენებს და ვინ არ იღელვებს.  რამოდენიმე ვარიანტი (რამოდენიმე კიარა უამრავი)  კი გამაჩნია, მაგრამ მაინც..  ალბათ ყვეალს უფიქრია ამაზე და ერთხელ მაინც “უნატრია”  ამის ნახვა.  მხოლოდ იმიტომ, რომ ენახა თუ რა მოხდებოდა. ჰოდა, ასეც, გულის სიღრმიდან ვლაპარაკობ. მით უმეტეს რამაქვს დასამალი, მე ხომ თქვენ პირადად არც გხედავთ. შესაბამისად, კომპლექსებიც არ მაწუხებს.  არც ვენებს ვიჭრი მაგის გამო. ოოო როგორ მეზიზღება ეს უკანასკნელი ნეტა თქვენ იცოდეთ..  ალბათ რომ აღარ ვიქნები, ბევრი მართლა იტიტრებს..  და მე ეს მესიამოვნება, გამიხარდება როგორც უკანასკნელ ეგოისტს! დიახ ! მე მესიამოვნება ჩემი დანაკლისით გამოწვეული  ტკივილით გადმომდინარე ცრემლი თქვენი თვალებიდან ! იმიტომ, რომ მიზეზი მე ვიქნები! იმიტომ, რომ იმყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა ! კი კი, მიყვარს ! ვის არ უყვარს? 🙂    უბრალოდ, ერთის მხრივ ვუყრურებ და გიყვებით ამ შემთხვევას და იმდენად ვარ “შეყვარებული” ამ მხარეზე, რომ მეორეს დანახვა განა არ გამომდის, არც კი ვცდილობ და არც კი მინდა..   ძალიან სასიამოვნოა როცა ვინმე შენს გამო გულწრფელად წუხს..  თუნდაც ერთი წუთით მაინც.!  მაგრამ ყველაფერ ხომ დროებითია?  ყველაფერი ოდესღაც დამთავრდება…  აღარ დაიღვრება ცრეემლიც და აღარც ღვინო შენი სადღეგრძელოსთვის განკუთვნილი და ასე..  გაგრძელდება საუკუნოდ. ნელ-ნელა კი სულ ყველაფერს მიივიწყებენ.   ეგ კიარა, გამოჩენილი ადამიანები ბარდება წარსულს და მე ვინ ვარ (ამ შემთხვევაში), რომ არ  დამივიწყონ..  მოკლედ, ჩემო ტკბილო და სათნო მკითხველო, ერთს გეტყვით, რაც არუნდა ძნელი იყოს 9როგორც ჩემთვის), იცხოვრეთ დღევანდელი ცხოვრებით და ისე მოექეცით სხვებს, როგორც გინდათ, რომ  თქვენ მოგექცნენ..  მეტი არაფერი. სულ არაფერი !